გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი ბერდია სიჭინავას განცხადებაზე: კაცი რომ ჭორიკნობას დაიწყებს, რა უნდა ელაპარაკო?! ახლახან გამოვედი კლინიკიდან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას, ეს ჭორიკანა კი, ნამდვილად აღარ დამაინტერესებს მომავ

26-06-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება გახარიას პარტიის წევრის ბერდია სიჭინავას პოსტს, რომელმაც დაწერა: „შარმანაშვილი „პახმელიაზეა“?!“ და მას ჭორიკანას უწოდებს.


შარმანაშვილის განმარტებით, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ახლახან გამოვიდა კლინიკიდან და მკურნალობას განაგრძობს, ხოლო ბერდია სიჭინავა მომავალში აღარ დააინტერესებს.


„კაცი რომ ჭორიკნობას დაიწყებს, რა უნდა ელაპარაკო?! სულ ახლახან გამოვედი კლინიკიდან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო. ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას. იმედია, რომ ჩვენი ექიმების დახმარებით, დავძლევ პრობლემას. ეს ჭორიკანა კი, ნამდვილად აღარ დამაინტერესებს მომავალში“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930