გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა, ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება

26-06-2026

„არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რაღაც თემები რაზეც ხუმრობა არ შეიძლება“, - ამის შესახებ დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ იუმორისტულ გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.


მან სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შეაფასა, რომელშიც „იუთუბერები“ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.


დეკანოზი აღნიშნავს, რომ ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება.


„არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რაღაც თემები რაზეც ხუმრობა არ შეიძლება. ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება. ადამიანს, რომ რაღაც ნაკლი აქვს იმას არ უნდა გაეხუმრო და არც სხვასთან ხუმრობისთვის უნდა გამოიყენო. ძალიან, ძალიან ცუდი ხუმრობა იყო. ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული… ამაზრზენი ხუმრობაა, არაფრით შეიძლება. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია. იმედია, მსგავსი აღარ განმეორდება. ღმერთმა სინანული მისცეს ამ ადამიანებს და გონს მოიყვანოს. ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება”,- განაცხადა დეკანოზმა „კვირასთან“ საუბრისას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930