გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ფასებზე დაგვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც დაადგინა საპარლამენტო კომისიამაც, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო

26-06-2026

ფასებზე დაგვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც დაადგინა საპარლამენტო კომისიამაც, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამისათვის უნდა დაისახოს სათანადო გეგმა, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ფასნამატი, რომელიც დღეს არის მაღალი, 86%, შეიძლება არსებითად შემცირდეს.


„ბატონი შოთა ბერეკაშვილის შეკითხვა ეხებოდა ფასებს, მიწოდების ჯაჭვს. ამაზე დაგვჭირდება ერთად მუშაობა. როგორც დაადგინა საპარლამენტო კომისიამაც, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და ასე შემდეგ. ამისათვის უნდა დაისახოს სათანადო გეგმა, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ფასნამატი, რომელიც დღეს არის მაღალი, 86%, შეიძლება არსებითად შემცირდეს. თუმცა ამას დასჭირდება, კიდევ ერთხელ, სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ გეგმაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930