გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება

27-06-2026

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.


პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებული 36 წლის უკრაინის მოქალაქეა, რომელმაც ერთ-ერთ ონლაინპლატფორმაზე პოლონეთის პრეზიდენტის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა.


„მასალების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამომძიებლებმა დაუყოვნებლივ დაადგინეს ამ პირის ვინაობა და ადგილსამყოფელი. გამომძიებლებმა დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელიც ონლაინ, საჯაროდ დაემუქრა პოლონეთის პრეზიდენტს“,– განაცხადა საქალაქო პოლიციის წარმომადგენმა, ანნა ბარანმა.


პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინება პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური ორგანოს შეურაცხყოფისთვის, რაც პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ მუქარას უკავშირდება. აღნიშნული ქმედება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით ისჯება და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930