გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალებში სამხედრო სწავლებები ჩატარდა

28-06-2026

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმიური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს.


აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლებაში ინტეგრირებულად მოქმედებდა სადაზვერვო, ცეცხლის მართვისა და საცეცხლე ელემენტები, რამაც სამიზნეების აღმოჩენა, მონაცემთა დამუშავება, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება და საცეცხლე ამოცანების ეფექტიანი შესრულება უზრუნველყო.


დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითმა ბრიგადამ სამკვირიანი სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასროლეთზე ჩაატარა. ოპერაციის რაიონში ბატალიონმა განახორციელა თავდაცვითი ოპერაცია და დაამარცხა პირობითი მოწინააღმდეგე. ბატალიონს მხარს უჭერდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, საინჟინრო და ტანკსაწინააღმდეგო ელემენტები, დაზვერვის ჯგუფი და საარტილერიო ბატარეა. სწავლება ჩატარდა დრონების გამოყენებით.


საველე წვრთნები ქვედანაყოფების კოორდინირებულ მოქმედებას, საბრძოლო შესაძლებლობებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.


სწავლების პროცესში გამოყენებულმა თანამედროვე სისტემებმა და საშუალებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქვედანაყოფების შესაძლებლობები.

წვრთნების დასკვნით ფაზას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031