გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადღობელაშვილი გახარიას პარტიის წევრ ფარულავაზე: ვინ არის მოძალადე, ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა? - იპროვოკატორა, წამოიწყო ხელჩართული ჩხუბი, გაილახა და ახლა წუწუნებს! არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა!

28-06-2026

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.


სადღობელაშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ, პროვოკაცია მოაწყო, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა მასა და დეპუტატებს შორის. ანალიტიკოსის თქმით, „არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა“.


„აი ამ მომენტიდან დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება! მანამდე სხდომა ჩვეულ მაღალ ტონალობაში მიმდინარეობდა... ისმის კითხვა - ვინ არის მოძალადე? ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა ამ პირუტყვმა თუ ოცნების დეპუტატებმა? ვინ არ ითვალისწინებს საზოგადოებას - ეს არარაობა თუ სამთავრობო გუნდი? იპროვოკატორა, წამოიწყო ხელჩართული ჩხუბი, გაილახა და ახლა წუწუნებს! არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა!“, - წერს სადღობელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031