გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ურსულა ფონ დერ ლაენის განცხადებაზე: პრაიდი და ევროინტეგრაციის კორელაცია ოდენ „რუსული პროპაგანდაა“, თუმცა ასევე სახეზეა ევროკავშირის კულტურული იმპერიალიზმი

28-06-2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმიანება რომელშიც ნათქვამია, რომ „ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს საბოლოოდ შეუძლია შიშის გარეშე მსვლელობის გამართვა. დღეს ბუდაპეშტის ქუჩები სიხარულითა და სიამაყით არის სავსე.“


მისი შეფასებით, საქართველოს ხალხი არანაირ ხელოვნურ კულტურულ მოდელს არ მიიღებს და თუ ეს ევროკრატიაში არ ესმით, მათ ზედაპირულად მოაზროვნეობას აჩვენებს.


„როგორ წარმოუდგენიათ ევრობლოკში, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის აღტყინებას ბუდაპეშტში გამართულ პრაიდზე, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა სიხარულით გაიზიარებს? წლებია ევრობიუროკრატიიდან ისმის ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები - პრაიდი და ევროინტეგრაციის კორელაცია ოდენ "რუსული პროპაგანდაა", თუმცა ასევე სახეზეა ევროკავშირის კულტურული იმპერიალიზმი. ფაქტია, რომ საქართველოს ხალხი არანაირ ხელოვნურ კულტურულ მოდელს არ მიიღებს და თუ ეს ევროკრატიაში არ ესმით, მათ ზედაპირულად მოაზროვნეობას აჩვენებს“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930