გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა, მან უთხრა ზვიადს, პარტია უნდა შევქმნაო - ვიქტორ ყიფიანზე გამახსენდა,ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ, გამყიდველ

29-06-2026

გიორგი გამსახურდია, ეროვნული მოძრაობის დროს მის სახლში მომხდარ ისტორიას იხსენებს, როდესაც ავეჯის რესტავრატორმა, ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას და პარტიის შექმნას აპირებდა.


როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, ეს ისტორია ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტიის დაფუძნებამ გაახსენა, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ავეჯის რესტავრატორი პატიოსანი ადამიანი იყო, ყიფიანი კი - „გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი“.


„ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც კოწიას ნაქონ ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა. ჟარგონულად, ე.წ „აბოიშჩიკი“. როდესაც მორჩა ეს კაცი საქმეს, ზვიადს თხოვა, ბატონო ზვიად, თქვენთან საქმე და სასაუბრო მაქვსო. რა თქმა უნდა, ზვიადმა თანხმობა განუცხადა და საუბარიც შედგა. საუბრის შინაარსი იყო რომ ამ კაცმა უთხრა ზვიადს, პოლიტიკაში უნდა წავიდე და პარტია უნდა შევქმნაო.


ზვიადმა, წარმატება უსურვა და იმ კაცმაც გააკეთა პარტია. ეს ამ ვიქტორა ყიფიანზე გამახსენდა,ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ, გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი. კიდევ რაღაც, არ დავწერ, უფლებებს ლახავსო იტყვიან“, - წერს გიორგი გამსახურდია.


ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930