გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის

30-06-2026

რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად აგენტურის შიგნით არის კონკურენცია, ისინი ცდილობენ უფრო მეტად მოაწონონ საკუთარი თავი პატრონებს, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გარშემოც წარიმართება ეს დაპირისპირება.


„ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩვენთვის საინტერესოა ქვეყნის განვითარება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული ამაზე. რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031