გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა

30-06-2026

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.


„ეს პროცესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჯანსარი ურთიერთობები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში. წლების მანძილზე, პირველ რიგში უცხოური დაფინანსებით, თავს გვახვევდნენ სიძულვის, აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის ქართული კულტურისთვის მიუღებელი მოვლენა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, ამ სამმართველოს და მის მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მის საქმიანობას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930