გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ევროპის სახალხო პარტიამ“ ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ოპოზიციის პოლიტიკური დევნა დაგმო და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არ გამოიყენოს მართლმსაჯულება დემოკრატიულ ოპოზიციაზე პოლიტზეწოლის ინსტრუმენტად

1-07-2026

„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ვენაში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც საუბარია უკრაინაში მრავალპარტიული დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინას“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.


როგორც აღინიშნა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ერთხმად მიიღო რეზოლუცია „უკრაინის ევროპული მომავალი, დემოკრატიული სტაბილურობა და პოლიტიკური პლურალიზმი“. ეს რეზოლუცია იულია ტიმოშენკოს საქმეზე რეაქცია იყო, რომელსაც თავად „ბატკივშჩინას“ ლიდერი პოლიტიკურ დევნას უწოდებს.


„ევროპის სახალხო პარტიამ“ დაგმო ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არასოდეს გამოიყენოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება დემოკრატიულ ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია „მრავალპარტიული დემოკრატიისა და საპარლამენტო პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობა, როგორც უკრაინის დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული მომავლის განუყოფელი ელემენტებისა“.


აღსანიშნავია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ძალაა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031