გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი თაზო დათუნაშვილს: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში - მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით?

1-07-2026

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრის თაზო დათუნაშვილი განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილს „ზეზეული გვამი“ უწოდა.


წულუკიანი „ლელოს“ სააკაშვილის გამოყენებულებს უწოდებს და ინტერესდება, შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ ადგათ მათ ყელზე, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, თუ როგორ იყენებდა მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის რეკეტისთვის „ლელოს“ წარმომადგენლებს.


„ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს ლელოები სააკაშვილს, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრეთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე. სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!“, - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31