გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა დობორჯგინიძე აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე: რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ?

2-07-2026

„რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ? არჩევნები აღარ გაყალბდა? დასავლეთის მიერ მთავრობის ლეგიტიმაციას არ უწყობს ეს ხელს?“, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.


დობორჯგინიძის განცხადებით, საზეიმო მიღებაზე მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა იმიტომ არ გააპროტესტა პრემიერის სიტყვით გამოსვლა, რომ მათ სხვადასხვა მიზეზი აქვთ ამისთვის, პირველი ის არის, რომ „რუსული რეჟიმის“ საკითხი დაბალი რანგის პარტაქტივზე აქვთ გათვლილი და თავად „არ გაიშარებიან", ხოლო მეორე მომენტი კი ისაა, რომ საკუთარი სამშობლოსგან განსხვავებით, მათ აშშ-ის მიმართ რიდი და პატივისცემა აქვთ.


„რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ? არჩევნები აღარ გაყალბდა? დასავლეთის მიერ მთავრობის ლეგიტიმაციას არ უწყობს ეს ხელს? ორი მომენტია, ერთია, რომ თავად არ სჯერათ მთელი ამ დისკურსის „რუსული რეჟიმის“ შესახებ, ეგ არის დაბალი რანგის პარტაქტივზე გათვლილი პროპაგანდა, რომ ვინმე შეასკდეს სპეცრაზმს და პოლიციას ამოყოს თავი ციხეში, სანამ ესენი საელჩოში „გულაობენ“. ფოერვერკებს დაარიგებენ და თავად არ გაიშარებიან. მეორე ისაა, რომ განსხვავებით საკუთარი სახელმწიფოსგან, ამერიკის პატივისცემა და რიდი აქვთ, როგორც კოლონიურ სუბიექტებს“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031