გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს არაერთხელ დაამტკიცა, ნურავის ექნება იმედი, რომ შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება

2-07-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც მან ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია, რაც არაერთხელ დაამტკიცა და არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ან კორუფცია შერჩება.


„ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს დაამტკიცა კიდეც. ჩემი, შენი ამ შემთხვევაში არ მუშაობს. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ან კორუფცია“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930