გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილის "არალეგიტიმურობის" პოლიტიკის შედეგი იყო 4 ოქტომბერი; თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო, თავად ქ-ნი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა

2-07-2026

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ნიკა ობოლაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 ოქტომბერი თამარ ჩერგოლეიშვილის "არალეგიტიმურობის" პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო.


მისი განცხადებით, თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და შედეგად, ციხეში აღმოჩნდნენ, თავად ჩერგოლეიშვილი კი, აშშ-ის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებაზე ლეგიტიმურ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მშვიდად უსმენდა.


"თუ მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი - ლეგიტიმური პრეზიდენტია, მაშინ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის "გასაღების გადმობარების" მცდელობა არათუ ლოგიკური და სამართლებრივად სწორი, არამედ აუცილებელიც იყო. ჩერგოლეიშვილის "არალეგიტიმურობის" პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი. თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა," - წერს ობოლაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031