გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია

3-07-2026

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია მათთვის ვინც უკვე რეგისტრირებელია  ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში - „ფერმერთა რეესტრი“. 


ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი წარმოადგენს ერთიან ელექტრონულ  სისტემას, რომელიც აერთიანებს მონაცემებს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად მოქმედი საწარმოების შესახებ.


რეგისტრაციისას ერთიან ელექტრონულ სისტემაში აისახება ბენეფიციარის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, მათ შორის, მონაცემები მიწის ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ.


რეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც  თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში.


მუნიციპალიტეტებში მოქმედი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მისამართები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://rda.gov.ge/contact/contact).

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930