გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Sky News: ბრიტანელი პარლამენტარები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

4-07-2026

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ითხოვენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინს, ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც სხვადასხვა პარტიის 71 პარლამენტარი და ლორდი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ „პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური და კარგად დოკუმენტირებული წამება ისრაელის მთავრობის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობაა“.


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ გასული წლის ივნისში ორი ისრაელელი მინისტრის, იტამარ ბენ-გვირისა და ბეზალელ სმოტრიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „მისასალმებელია“, მაგრამ „პალესტინელი დაკავებულების მიმართ ისრაელის მთავრობის მიდგომა არ შეცვლილა და მეტიც - მას შემდეგ სიტუაცია „გამწვავდა თითქმის სრული დაუსჯელობით“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031