გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს - რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის ირგვლივ ისეთი ნარატივის შექმნა, თითქოს უპრეცედენტო კრიზისთან გვაქვს საქმე

6-07-2026

„90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს. სამწუხაროდ, მსგავსი ინციდენტები ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ნაწილი არაერთხელ გამხდარა და ეს არ არის ახალი რეალობა“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, გახარიას „ჩამოშლილ პარტიას“ თუ მართლაც სურს პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესება, ეს უნდა გამოიხატოს თანმიმდევრული მიდგომით და არა მხოლოდ ცალკეული ეპიზოდების ხმაურიან პოლიტიზებაში.


„ამ ფონზე, რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის ირგვლივ ისეთი ნარატივის შექმნა, თითქოს უპრეცედენტო კრიზისთან გვაქვს საქმე, რეალურად ჰგავს ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობას, ვიდრე პრობლემის სერიოზულ ანალიზს. გახარიას ჩამოშლილ პარტიას თუ მართლაც სურს პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესება, ეს უნდა გამოიხატოს თანმიმდევრული მიდგომით და არა მხოლოდ ცალკეული ეპიზოდების ხმაურიან პოლიტიზებაში. თუმცა, ეჭვი მეპარება მათ ეს მოახერხონ, რადგან გარე პატრონმა ამ ხალხს პარლამენტში სწორედ ასეთი იაფი როლი არგუნა“, - წერს მეტრეველი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31