გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის" მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო

6-07-2026

„ჩვენ მიერ არჩეული ახალი მოდელი, ეგრეთ წოდებული „ლენდლორდის" მოდელი, ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც საერთაშორისოდ აპრობირებულია. ასეთი მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. ამდენად, პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო. ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი ინტერესი უშუალოდ შუა დერეფანში ჩართული ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან და, რა თქმა უნდა, ჩინეთიდან.


ჩინეთი ყოველწლიურად აგენერირებს საკმაოდ დიდი მოცულობების ტვირთს, რა თქმა უნდა, მთავარი ტვირთნაკადი მოდის ჩინეთიდან, შემდგომ უკვე ყაზახეთიდან და ამდენად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და აქვს იმას, რომ ჩვენ ვიხილოთ ჩინელი ოპერატორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში". - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031