გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში

6-07-2026

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე ირაკლი კირცხალიას შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ევრობიუროკრატებს ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია. როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ქართველები ქართული ზნეობის და ცხოვრების წესის გადაგვარებას არ დაუშვებენ.


„იქნებ ზოგიერთისათვის ჯერ კიდევ გაუგებარია თუ რა მიზნები გააჩნიათ ჩვენზე დღედაღამ დაუძინებლად მზრუნველ დასავლელ ევრობიუროკრატებს. დიახ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ მათ ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ზნეობის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია. ამიტომაც სავსებით სამართლიანად იქცევა საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში. ამ გადამთიელმა და ჩვენი ქვეყნისათვის უცხო სუბიექტებმა ვერ გაიგეს და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებენ, რომ ქართველები გავწყდებით, მაგრამ ქართული ზნეობის და ცხოვრების წესის გადაგვარებას არ დავუშვებთ“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031