გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონელ პოლიტიკოსს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის

6-07-2026

პოლონელ პოლიტიკოსს, პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოიცეხ შლუსარჩიკმა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მეუღლის, მარტა ნავროცკას ფოტო გამოაქვეყნა და იკითხა: "და შრეკი სად არის?", რითაც მიანიშნა, რომ ის პრინცესა ფიონას ჰგავდა. ამის გამო, პროკურატურამ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წარუდგინა.


საქმეში ეჭვმიტანილი პოლონელი პოლიტიკოსი ვოიცეხ შლუსარჩიკი, უარყოფს, რომ მის პოსტში ნავროცკი იყო ნახსენები. ის ასევე ამტკიცებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი არ იქნებოდა შრეკთან შედარება, რომელიც დადებითი პერსონაჟია.


Gazeta Radomszczańska-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურორებმა გასულ თვეში შლუსარჩიკს პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წაუყენეს. შლუსარჩიკს დამატებით ბრალი ედება მარტა ნავროცკას (ფიზიკური პირის და არა საჯარო მოხელის) შეურაცხყოფაში მასმედიის გამოყენებით, რაც ცალკე დანაშაულია და ისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930