გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიდერლანდები, შვედეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო ბლოკავენ

6-07-2026

ნიდერლანდები მხარს არ უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში სერბეთისთვის მე-3 კლასტერის გახსნას.


ოფიციალური ამსტერდამის განცხადებით, ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა ამ ეტაპზე დამსახურებაზე დაფუძნებული არ იქნება.


ნიდერლანდების გარდა, სერბეთის ევროინტეგრაციის პროცესს ევროკავშირის კიდევ ოთხი სახელმწიფო - შვედეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა) აფერხებენ.


ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტილების მიზეზად კანონის უზენაესობასთან არსებულ პრობლემებთან ერთად, სერბეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმას ასახელებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31