7-07-2026
ბოკერია და ბურჯანაძე რომ გეყოლება გვერდით, შეცდომა არ არის, აბა რა არის?! უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია. ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა პოდკასტში „მძიმე წერტილი“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ჩარკვიანის განცხადებით უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობა იყო ყველა ჩაკეტილი სივრცეებიდან, მათ შორის ციხეებიდან, ინფორმაცია მიეტანა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რასაც ის არ აკეთებდა.
„უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა მიუტანოს ყველა დაკეტილი სივრცის ამბავი, ნახეთ თქვენ იმიტომ ამბობთ, რომ სააკაშვილს ამართლებთ, არა, არავითარ შემთხვევაში, მე ობიექტურ , რეალურ, პოლიტიკაზე გესაუბრებით.
პენიტენციური სისტემა ძალიან ჩაკეტილი სივრცეა, იქ თუ ვიღაცა მაღალჩინოსანი გარედან შეკრულია ციხის მაღალჩინოსანთან, ძალიან რთულია ციხიდან ამბების მაღალთანამდებობრივ დონეზე გამოტანა“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე გულისხმობდა თუ არა ჩარკვიანი ციხის კადრებს, მან დაუდასტურა, რომ გავრცელებულ ციხის კადრებზე საუბრობდა, რომელზეც ფიქრობს, რომ დადგმულია.
„რა თქმა უნდა, უშიშროების მდივანი ჰყავდა ბოკერია, კითხვას ვსვამ, რომ ასეთი უბედურებები, იცით მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დადგმული იყო, რა თქმა უნდა, იყო დადგმული, [ციხის კადრები, ცოცხების]“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ბოკერიამ გამოიტანა თუ არა ციხის კადრები, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის მას ვერ დააბრალებს კადრების გამოტანას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ბოკერია იყო ის პირი, რომელსაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე.
„არა მე ამის თქმა არ მინდა, როდესაც არ ვიცი ვერ დავაბრალებ, მე ვამბობ, რომ ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე. ხომ არ შეიძლება პროკურატურის 60 000 ქეისი იცოდეს ერთმა პრეზიდენტმა?“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
13-05-2026