გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო

7-07-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს. მისი შეფასებით, რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ოპოზიციის წარმომადგენლების აქტიური შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან.


„ისევე, როგორც ცოტა ხნის წინ PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე, იქაც ჩაქანდა აქაური რადიკალური ოპოზიციის ჯგუფი და როგორც იტყვიან „იმუშავეს“... ახლა კი, რაც შეეხება რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიცია მხოლოდ მედია ხმაურისთვის გამოიყენებს და სხვა ვერაფერში.


1. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს ეუთოსთვის სავალდებულო გადაწყვეტილებები;


2. მისი რეზოლუციები არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის წყაროს ან საფუძველს;


3. ეუთოში პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება მინისტრთა საბჭოს, ეუთოს მუდმივი საბჭოს, და ეუთოს სამიტის მიერ და ეს გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ წევრი სახელმწიფოების კონსენსუსით(!!)


4. ამ რეზოლუციის გათრევით, ჯო უილსონმა მისთვის გადახდილი ფული გამოიმუშავა და მეტი არაფერი“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031