გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: ჯო უილსონმა ეუთოში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია

7-07-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ, რეზოლუციის პროექტის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მხარდაჭერას ეხმიანება.


როგორც ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რეზოლუციის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომლის ინტერესები სამართლებრივ მსჯელობასაც ჩრდილავს, ვინაიდან, საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას იმ კანონის გამო ასპონსორებს, რომელიც აშშ-შიც მოქმედებს.


„ჯო უილსონმა, ეუთოში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია! ჯოს ინტერესები სამართლებრივ მსჯელობას ჩრდილავს“, - წერს ცოტნე ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930