გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, აბა სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის

7-07-2026

გრიგოლ გეგელია, ეს ლუზერი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც არავის არაფერს ეუბნებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პარტია „ლელოში“ მიიწვევდნენ და მთავარი სპიკერიც გახდებოდა. ამ ყველაფერს კი გადახდა უნდა და მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


მისი შეფასებით, ასე ხდებიან ლუზერი პოლიტიკოსები სხვა ქვეყნის აგენტები და მონები, თუმცა რა გასაკვირი, ანაკლიის პორტი ყელზე ადგას „ლელოს“.


„გრიგოლ გეგელია, ეს ლუზერი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც არავის არაფერს ეუბნებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პარტია "ლელოში" მიიწვევდნენ და მთავარი სპიკერიც გახდებოდა. ამ ყველაფერს კი გადახდა უნდა და მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, აბა სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის და მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და პორტის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს. აი ასე ხდებიან ლუზერი პოლიტიკოსები სხვა ქვეყნის აგენტები და მონები, აბა სხვა რა არის ეს, შენი ქვეყნის ხდება ეს უმნიშვნელოვანესი პორტი და არა, უცხოელებს გადავცეთო. თუმცა რა არის გასაკვირი, ანაკლიის პორტი ხომ ყელზე ადგას მის პარტიას“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031