გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულისნადების საქვეყნოდ გაცხადება

7-07-2026

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება ანაკლიის პორტის შესახებ „ლელოს“ წევრის გრიგოლ გეგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“, ანაკლიის მართვა კი საერთაშორისო ოპერატორს უნდა გადაეცეს. გვენეტაძის განცხადებით, გეგელია „პოლიტშესტიორკაა“, რომელიც მისი უფროსის, მამუკა ხაზარაძის გულისნადებს ახმიანებს.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „პოლიტიკური მამინაცვლების“ სიყვარულით შთაგონებული ხაზარაძე და გეგელია მზად არიან, რომ ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე, კომკავშირული ინტერნაციონალიზმი უზრუნველყონ.


„ანაკლიის თემაზე სასამართლოზე სრულიად გაფარჩაკებულმა, თანაც დიდი თანხით დაჯარიმებულმა ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ, როგორც კი გაიგო საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, პოლიტიკურ ველზე შემოგზავნა გათაღლითების გზაზე საკუთარი პოლიტიკური მამის მიერ კარგა ხანია შემდგარი, მაგრამ აქაც ბოლომდე ვერ შემდგარი ერთ დროს მემარცხენე, ახლა კი სიტუაციის შესაბამისად გამემარჯვენებულ „გატოპტვინებული“ მისივე პარტიის წევრი ტიპური „პოლიტშესტიორკა“ გრიგოლ გეგელია, რომელსაც დაავალა მამუკა „უმფროსმა“ საკუთარი გულისნადების საქვეყნოდ გაცხადება. გრიგოლმაც მყისვე ქოში უკუღმა ჰყარა და განაცხადა, რას ჰქვიან საქართველოს სახელმწიფომ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი. ანაკლია უნდა ააშენოს „კონსორციუმმა აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ“ ერთობლივადო. ამის გამგონე მოქალაქეს უნებურად გაგახსენდება ქართული სიბრძნე: „კაცს მამა დაავიწყდა და მამინაცვალს იფიცებდაო“. დიახ, პოლიტიკური მამინაცვლების სიყვარულით შთაგონებული ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი“, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031