გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია

7-07-2026

ჰააგაში მიმდინარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ოკუპაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მან აქვე დაგმო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე.


„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს, რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება.


მსურს, ყურადღება გავამახვილო ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომლებიც კიდვ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას. უმკაცრესად ვგმობ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ შეთანხმებას მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოაჩენს რუსეთის მორიგ, სასოწარკვეთილ მცდელობას, რომ განამტკიცოს ოკუპაცია და მოახდინოს საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიულად აღიარებული რეგიონების დე ფაქტო ანექსირება.


შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31