გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია

8-07-2026

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ლელოს” წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.


ხუბუას თქმით, პარტია „ლელო” საერთოდ არ უნდა საუბრობდეს ანაკლიის პორტის შესახებ, რადგან მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა, ხოლო შემდეგ ქართულ სახელმწიფოსთან წააგო ყველა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რაც კი ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა.


„როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო და როგორც ქუჩის მეძავმა ქალწულებრივ უბიწობაზე ლექცია არ უნდა წაიკითხოს, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ მამუკა ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა, ხოლო შემდეგ ქართულ სახელმწიფოსთან წააგო ყველა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რაც კი ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა. მოკლედ, ხაზარაძის გეგელია ხელიდან წასული ყეყეჩი და უტიფარი რომ არ იყოს, ანაკლიის პორტზე ხმას არ და ვერ ამოიღებდა“, - წერს ჯაბა ხუბუა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031