გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება - დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა

9-07-2026

„თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება“, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალებით თანამედროვე ქართულ კულტურას დიდი პოეტი დააკლდა.


„მისი ლექსები არის ჯაზი, ფონეტიკური სილაღე, ბავშვური ცელქობა, დიადი სიყვარულის მათრობელი ვნება, ცხელ ზაფხულში ცივი ლუდი და სუსხიან ზამთარში ტორფიანი ვისკი. დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა, თანამედროვე ქართულ კულტურას კოლოსი დააკლდა“, - წერს ოდიშარია.


ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031