გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო კლასტერის გახსნას რვა სახელმწიფო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან

9-07-2026

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი რვა სახელმწიფო, მათ შორის, ნიდერლანდები, შვედეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ეწინააღმდეგებიან სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი კლასტერის გახსნას. ნიდერლანდები ამის მიზეზად კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას ასახელებს, სხვა ქვეყნები კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით სერბეთის პოზიციაზე ამახვილებენ ყურადღებას.


მედიის ცნობით, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე რვა წევრმა სახელმწიფომ - ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, ბულგარეთმა და ხორვატიამ - სერბეთისთვის მესამე კლასტერის გახსნას წინააღმდეგობა გაუწია. მათი განცხადებით, ამის მიზეზია როგორც სამართლის უზენაესობის სფეროში არსებული პრობლემები, ისე სერბეთის პოზიცია რუსეთთან მიმართებით.


სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთზე ზეწოლა ხორციელდება, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს და შეზღუდოს რუსული მედიის საქმიანობა, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანა ზეწოლის მიუხედავად, საკუთარ პოლიტიკას არ შეცვლის.


"თანამედროვე სამყაროში თავისუფლება რთულია", - აღნიშნა ვუჩიჩმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031