გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ

10-07-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა.


 მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.


როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.


როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე  ტუროპერატორი დაესწრო.


პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიებიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.


ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031