გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

10-07-2026

თიბისის მობაილბანკში „საგანძურის მარათონმა“ სტარტიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია. თამაშის დაწყებიდან ათ დღეში, ბარათიშვილების, ხარჯიანების, დოვლათებისა და ანაბარიძეების საგვარეულოებს უკვე 200 000-მდე მოთამაშე შეუერთდა. მონეტების, ლიდერბორდებისა და ფულადი პრიზებისთვის ბრძოლა აქტიურად გრძელდება.


ამ ეტაპზე, უკვე 40 გამარჯვებული დაჯილდოვდა - 36-მა მონაწილემ დღის ლიდერის პრიზი დაიმსახურა; ხოლო თითო საგვარეულოდან 4 კვირის ლიდერი გამოვლინდა და 2000–2000 ლარით დასაჩუქრდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.


თუ ჯერ კიდევ არ ჩართულხარ „საგანძურის მარათონში“, თამაშის დაწყება ნებისმიერ დროს შეგიძლია. მარათონი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება; ხოლო დღის, კვირისა და თვის ლიდერბორდები ყოველ ახალ პერიოდთან ერთად ახლდება; რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა აქვს, ფულადი პრიზებისთვის იბრძოლოს.


მთავარია, არ დაგავიწყდეს - ყველა დაგროვილი მონეტა მხოლოდ პირად წარმატებას არ ემსახურება. თითოეული მათგანი საგვარეულოს საერთო შედეგსაც ემატება და ზრდის შანსს, რომ სწორედ შენი გუნდი გადავიდეს ფინალში და მთავარი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლოს.


„საგანძურის მარათონის“ ენერგიამ მობაილბანკიდან რეალურ სივრცეშიც გადაინაცვლა. წელს, Tbilisi Open Air-ზე სტუმრებს „საგანძურის მარათონის“ სპეციალური კუთხე დახვდათ, სადაც დღის მისიის შესრულების შემდეგ, ბრენდირებულ საჩუქრებს იღებდნენ. ასე რომ, მარათონი ციფრულ სივრცეს გასცდა და ფესტივალის გამოცდილების საინტერესო ნაწილიც გახდა.


წინ კიდევ ბევრი მისია, ყოველდღიური და ყოველკვირეული გამარჯვებული და უამრავი მონეტაა. გახსენი თიბისის მობაილბანკი, შეუერთდი შენს საგვარეულოს და გაარკვიე, ვინ მიაღწევს საგანძურამდე პირველი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031