გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები - ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში

10-07-2026

დღეს შეხვედრა მქონდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან, გამგეობის წევრებთან და ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში,  - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული გეგმები.

"ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, განსაკუთრებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, დავისახეთ კონკრეტული გეგმები და აქტიური მუშაობა გაგრძელდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


კითხვაზე, ჩაერთვებიან ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამოჩნდა თუ არა ამის ინტერესი მათ მხრიდან, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალგაზრდების ინტერესი დიდია და მნიშვნელოვანია, მუშაობის სწორად დაგეგმვა, ვინაიდან, სწორედ ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში ქვეყნის მართვა.


"რა თქმა უნდა, ზოგადად, რა თქმა უნდა ინტერესი დიდია. ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა მომავალში, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმვა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი, განსაკუთრებით ორი წლის განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031