გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Euronews: "ჩატების კონტროლი 1.0" ევროპარლამენტმა "უკანა კარის" გავლით მიიღო

11-07-2026

საპარლამენტო პროცედურაში არსებულმა ხარვეზმა ევროპარლამენტარებს საშუალება მისცა, პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების ვადა გაეხანგრძლივებინათ, ისე, რომ კანონის არსებით მხარეზე პირდაპირი კენჭისყრა არ გამართულა - ამის შესახებ Euronews-ი წერს.


სტატიის თანახმად, "ჩატების კონტროლი 1.0", რომელიც ელექტრონული კონფიდენციალურობის (ePrivacy) წესებიდან დროებითი გამონაკლისია და ინტერნეტში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლენადაა შექმნილი, ევროპარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო.


გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პარლამენტის საზაფხულო არდადეგებზე გასვლის წინა დღეს, "სასწრაფო პროცედურის" გამოყენებით, რამაც უფლებადამცველებისა და კონფიდენციალურობის მომხრეების მკვეთრი პროტესტი გამოიწვია.


კენჭისყრისას 314 დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 276-მა მხარი დაუჭირა წინადადებას. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა რეგულაციის წინააღმდეგი იყო, მეორე მოსმენის წესების თანახმად, მის სრულად დასაბლოკად საჭირო იყო აბსოლუტური უმრავლესობა - 361 ხმა (სულ 720 დეპუტატიდან), თუმცა, ოპონენტებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს.


შედეგაად, რეგულაციის მოქმედების ვადა 2028 წლამდე გახანგრძლივდა. რეგულაცია ძალაში დარჩება 2028 წლის 3 აპრილამდე, რაც კანონმდებლებს საკმაო დროს აძლევს, სანამ ისინი განახლებულ ჩარჩო-შეთანხმებაზე, "ჩატების კონტროლი 2.0"-ზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031