გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შარმანაშვილი „ტაბულას“ მიერ ესტონეთის მოქალაქის ეკლესიასთან მოშარდვის ფაქტის გაშუქებაზე: ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ? ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად

11-07-2026

„ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ?“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ესტონეთის მოქალაქის მიერ თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის ეზოსთან მოშარდვის შემთხვევის „ტაბულას“ მიერ გაშუქებას.


კერძოდ, „ტაბულა“ წერს, რომ ესტონეთის მოსახლეობის 20 პროცენტს ეთნიკურად რუსები შეადგენენ და პოლიციის მიერ დაჯარიმებული აღნიშნული პირიც რუსულად მოსაუბრე იყო. დეპუტატი მოუწოდებს „ტაბულას“ ასე ნუ დაიმცირებენ თავს.


„მართლა ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად“, - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930