გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: "ლენდლორდის" მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, კაპიტალისა და ტვირთების თავმოყრის ცენტრი

12-07-2026

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში".


მარიამ ქვრივიშვილმა „ლენდლორდის" მოდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„აღნიშნული მოდელის ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ანაკლიაში მოხდეს ძალების გაერთიანება არაერთი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ინტერესის გათვალისწინებით, როგორც ოპერატორების ამ შემთხვევაში. აღნიშნული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, რომლის მფლობელიც იქნება სახელმწიფო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31