გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით "ლელოს" განცხადებაზე: გასაკვირი არაა ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან კარნახით

12-07-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში" ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.


„რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი, ასე ვთქვათ, ინიციატივები, იმიტომ რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, ასე ვთქვათ, კარნახის საფუძველზე", - აღნიშნა მინისტრმა.


მარიამ ქვრივიშვილი ამ საკითხზე საუბრისას განმარტავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ლენდლორდის" მოდელით აშენდება და სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.


„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რამეთუ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31