გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიტიკური გაერთიანება „ალდე“, რომლის ლიდერებიც კაია კალასი და მარტა კოსი არიან, ამ დრომდე არ ემიჯნება პარტია „ლელოს“, რომელიც ტერორიზმს ამართლებს და ალეკო ელისაშვილს პარტიიდან არ რიცხავს

13-07-2026

ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, რომლის წევრი პარტია „ლელოა“, დღემდე არ პასუხობს და არ ემიჯნება პარტიის პოზიციას, რომელიც ტერორიზმს ამართლებს.


მას შემდეგ, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პარტია არ გმობს ტერორისტულ აქტს.


ფაქტობრივი მოცემულობისა და წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, „ლელოს“ წევრები აცხადებენ, რომ სამხილები არ არსებობს, ბრალდება გამოგონილია და ფაქტობრივად, უმძიმესი დანაშაულის მცდელობის ლეგიტიმაციასა და გამართლებას ახდენენ. საგულისხმოა, რომ თავად მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა და სასამართლოზე განაცხადა, რომ ქმედების მიზეზი პროტესტი იყო, რომელიც ახრჩობდა.


„მახრჩობდა ის პროტესტი, რაც მქონდა და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. ეგრე გადავწყვიტე საჭიროდ, რომ მემოქმედა. არ გამომივიდა“, - აღნიშნა ელისაშვილმა.


სწორედ ამ ფონზე, „ალდე“, რომელიც მუდმივად ევროპულ ღირებულებებზე, კანონის უზენაესობაზე, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე აპელირებს, საკუთარი წევრი პარტიის ამგვარ პოზიციას ამ დრომდე რეაგირების გარეშე ტოვებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930