გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტობრივად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას, ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს

13-07-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტრუქტურას, მიუხედავად პროცედურული შესაძლებლობისა, მიღებული დოკუმენტის გადახედვის პოლიტიკური მზაობა არ აქვს.


მისი შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უკვე მიღებული რეზოლუციის გაუქმება ან უკან გამოწვევა პრაქტიკულად არ შეუძლია, თუმცა პროცედურული თვალსაზრისით ეს სრულად გამორიცხული არც არის.


„რა უნდა გააკეთოს, ან რა შეუძლია გააკეთოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ამაღლდეს, თუნდაც ოდნავ, ჯო უილსონის დონიდან. საქართველოზე უკვე მიღებული ყბადაღებული რეზოლუციის უკან გამოწვევა მას არ შეუძლია, თუმცა პროცედურულად არც ესაა შეუძლებელი ამოცანა.


უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტობრივად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს. არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამის გამკეთებელი? სამწუხაროდ არა, ჩემი აზრით“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031