გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

13-07-2026

ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.


შეფასების 10-ბალიანი სისტემით საქართველომ 9,66 ქულა მიიღო, ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა.


კვლევის მიხედვით, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე საქართველო, მესამე ადგილზე კი - საუდის არაბეთი. რაც შეხება ევროპის ქვეყნებს, დადებითი შეფასებით, ნორვეგიისა და საქართველოს შემდეგ შვეიცარია გამოირჩევა.

ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით ევროპაში ბოლო ადგილზე უკრაინაა. რეიტინგში მოლდოვა ერთი ადგილით ჩამორჩება რუსეთს, რომელიც თავის მხრივ ჩამორჩება ბელარუსს.


კვლევის ფარგლებში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მაჩვენებლები ცალკე შეჯამდა. ირკვევა, რომ ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით ევროკავშირი ჩამორჩება ვენესუელას, გვატემალას და ელ-სალვადორის დონეს, მაგრამ მცირედით უსწრებს დიდი ბრიტანეთის მაჩვენებელს, რომელიც თავის მხრივ ვიეტნამს და კოსტა რიკას ჩამორჩება.


ეკონომიკური კრიზისებისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თემატურ მონაცემებს სამთავრობო ვალის, მოსახლეობის და კერძო სექტორის ფინანსურის სტაბილურობის ინდიკატორების შერჩეული პარამეტრების ანალიზს.


ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი განმარტების მიხედვით, ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახურის ნორმანდიის ანგარიში იყენებს მიდგომას, რომელიც მორგებულია ევროკავშირის ქმედებებზე. იგი განსაზღვრავს კონფლიქტს და სრულყოფილ მშვიდობასა და სრულ ომს შორის მრავალრიცხოვან ეტაპებს, როგორც ფაქტორების პროდუქტს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ მის საგარეო მოქმედების სტრატეგიაში გამოვლენილ მთავარ საფრთხეებთან. ანგარიში აერთიანებს გეოპოლიტიკურ მაჩვენებლებს ეკონომიკურ და სოციალურ მონაცემებთან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031