გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ბარამიძე „კასრების საქმეზე“: კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, თუ მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ

13-07-2026

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც შიგნით საბრძოლო მასალა ინახებოდა.


მისი განცხადებით, 2013 წელს კასრებში აღმოჩენილი იარაღი წარმოადგენდა თავდაცვით ზღუდეს შეიარაღებული ფორმირებებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა.


„თავის დროზე რომ ვითომ ამოთხარეს, კასრები რომ ამოთხარეს, ხომ? ის კასრები რა იყო? შიგნით იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ, ასე ვთქვათ, მანძილზე, ჩვენს შესაბამის შეიარაღებულ ფორმირებებს და პარტიზანულ, ასე ვთქვათ, პარტიზანულად გადაქცეულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ იმას მტრის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930