გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩერგოლეიშვილი სანაიაზე: ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი

14-07-2026

„ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი მეგობრებო!“, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე.


ჩერგოლეიშვილის გაღიზიანება სანაიას იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც აღნიშნავს, რომ მას, როგორც ჟურნალისტს, სჭირდება დაინახოს აქტივობა ოპოზიციის მხრიდან.


„ფედერალისტების“ ლიდერი ვახო სანაიას და მის კოლეგებს „რუს დეზინფორმატორ მავნებლებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას ზაფხულის განმავლობაში არაერთი აქტივობა ჰქონდა, თუმცა, „ამ კორუმპირებული ყეყეჩების პატრონებს“ არ სწყალობენ და ამიტომაც ავრცელებენ ისინი დეზინფორმაციას.


„ესაა რუსეთი, სხვა კი არაფერი! 6-16 ივნისი ფედერალისტები ქუთაისში ვიყავით და ყოველდღე „აქტივობა” გვქონდა. მერე თბილისში გვქონდა “აქტივობები”! 4-11 ივლისი ფოთი ხობი ვიყავით და იქ გვქონდა „აქტივობები”!


უბრალოდ ამ კორუმპირებული ყეყეჩების პატრონებს არ ვწყალობთ და ამიტომ ავრცელებენ დეზინფორმაციას. ეს რუსი დეზინფორმატორი მავნებლები უნდა განადგურდნენ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930