გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი რუხაძე: ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა

14-07-2026

„ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილმა, ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას დიდი ენერგია და რესურსები დაახარჯა, თუმცა, ბოლომდე ვერ მიიყვანა.


„მე სულ ვეკამათებოდი სხვათა შორის. არ ვიცი, არგუმენტები რა ჰქონდა, მაგრამ უამრავი ფული დახარჯა, რომ გამოეძიებინა ეს ამბავი, დაცვებზე, ამაზე იმაზე, სულ ეძებდა ამ ისტორიას, როდესაც სააკაშვილის პოლიტიკური მტერი გახდა. ბადრიმ ძალიან დიდი ენერგია და რესურსები დახარჯა ამ ყველაფერზე, ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვერ მივიდა იქამდე, რომ ხელმოსაკიდი რაღაც ჰქონოდა, მაგრამ ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ამაში“, - განაცხადა რუხაძემ. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930