გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი „ნაცები“ როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო-ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ

14-07-2026

„დღეს, სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი ახსენებდა რუხაძე და ეგრევე გამახსენდა, ავადმყოფი ნაცები, როგორ ერთხმად ამაყობდნენ ბადრი ჩვენ მოვკალითო“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. ის იხსენებს ბორის ბერეზოვსკის ნათქვამს, რომელიც აცხადებდა, რომ სააკაშვილი და მისი ხალხი ბევრ რამეზე იყვნენ წამსვლელები.


„შუა ლონდონში, ბრიტანული სამსახურების ნებართვის გარეშე, კაცი ჩაწერეს, მერე ეს მასალა დაუმონტაჟეს, მაგის შემოქმედს გენერლობა მისცეს და ამ უკანასკნელს, შუშის სარკოფაგში, კაბინეტში, ბადრისთან შეხვედრისას, რომელი ფეხსაცმელიც ეცვა, ის ჰქონდა გამოფენილი თავის კაბინეტში. ამ ყველაფრის შემოქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ, „დიფ სთეითის“ ნარჩენები.


P.S. ბორის ბერეზოვსკიზე გამახსენდა, მქონდა მეც ურთიერთობა და სულ მეუბნებოდა, შენ კიდევ არ იცი, სააკაშვილი და მისი ხალხი, რაზე არიან წამსვლელებიო“, - წერს გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930