გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს მკაფიო სიგნალი ყველა ოპოზიციური მედიასაშუალებისთვის: მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ტყუილების გავრცელება სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე აღარ დარჩება

14-07-2026

ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.


ჩიხელიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მედიის თავისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობაც არსებობს.


„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა, მნიშვნელოვანი პრეცედენტია. მედიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, მაგრამ თავისუფლებასთან ერთად მას პასუხისმგებლობაც ახლავს. დეზინფორმაციის გავრცელება, სიცრუის ტირაჟირება და შეთხზული ბრალდებების ფაქტებად გასაღება არ შეიძლება ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილად ჩაითვალოს. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს მკაფიო სიგნალი ყველა ოპოზიციური მედიასაშუალებისთვის: მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ტყუილების გავრცელება სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე აღარ დარჩება. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის თავისუფლებას, ხოლო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მიიღებს“, - წერს ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930