გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

14-07-2026

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს“ ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა.


ცხადაძემ მომხდარი ჩხუბი „თანაბარ ბრძოლად“ შეაფასა, თუმცა მისი დამცინავი ტონი მალევე, ღია ბულინგში გადაიზარდა. ცხადაძე ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობებს დაცინვის საგნად აქცევს.


„იყო ჩხუბი... აბსოლუტურად თანაბარი ჩხუბი იყო. იმათი მხრიდან რატი იონათამიშვილი იყო ჩართული ჩხუბში. ამათი მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას, პირველ სიჩქარეში“, - აღნიშნავს ცხადაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930