14-07-2026
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ „ხუმრობას” უწოდებს.
ხუბუას შეფასებით, რატი იონათამიშვილის მისამართით ამგვარი განცხადება ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და მათ დაცინვასაც ნიშნავს.
აღნიშნული ტენდენცია კი, ჟურნალისტის თქმით, ადასტურებს, რომ ე.წ. ლიბერალურ ბაბლში კაცთმოძულეობრივ განწყობას ფესვები ღრმად აქვს გადადგმული.
„იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე დისკრიმინაციული და ფაშისტური ხასიათის „ხუმრობის„ კვალდაკვალ, ახლა უკვე მოვისმინეთ ვინმე ცხადაძის (ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის) ასევე დამამცირებელი და ფაშისტური „ხუმრობა“ რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას.
ეს უკვე ტენდენციაა, ძალიან უღირსი და საშიში ტენდენცია, რომელიც მორიგჯერ ადასტურებს, რომ ე.წ. ლიბერალურ ბაბლში ანტიჰუმანისტურ, კაცთმოძულეობრივ განწყობას ფესვები ღრმად აქვს გადადგმული,” - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.
ცნობისთვის, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას, ცხადაძემ აღნიშნა: „აბსოლუტურად თანაბარი ჩხუბი იყო. იმათი მხრიდან რატი იონათამიშვილი იყო ჩართული ჩხუბში. ამათი მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას, პირველ სიჩქარეში“.
13-05-2026