გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს

15-07-2026

ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს.

უჩა იმნაძე წერს, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“, ბოლო სამი დღეა, მისი მისამართით, დეზინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ თითქოს ის გაიქცა და ემიგრაციაშია.


იმნაძის განცხადებით, ტელეკომპანიის სპეკულაცია მიუღებელია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ყოფნას ყოფილ სამსახურთან კავშირი არ აქვს.

„ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში.


ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ-ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - არანაირი კავშირი ჩემს აშშ-ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას კავშირი არ აქვს. პირიქით - მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს!“, - წერს უჩა იმნაძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930