გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ სამთავისში, ქართულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა

15-07-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, ქართულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი (2008-2009 წ.წ.) გაიმართა.

ტურნირი მიეძღვნა ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორს სამბოში,  ქართულ ჭიდაობაში 1994 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავნის, ვანო გამხიტაშვილის ხსოვნას.


ტურნირში მონაწილეობდნენ: კასპის, გორის, ქარელის, მცხეთის, თეთრიწყაროს, მუხრანის და ქუთაისის მოჭიდავეები.


კასპელმა მოჭიდავეებმა წარმატებულად იასპარეზეს - პირველი ადგილი მოიპოვეს გიორგი მანჯავიძემ (50 კგ),   თემურ გოგრიჭიანმა (60 კგ),  სოსო ბეგლარაშვილი (მძიმე წონა). გამარჯვებულებს დიპლომები და მედლები გადასცეს:  მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ,  საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონებმა ჭიდაობა სამბოში ბადრი ჯანიაშვილმა და იოსებ მაღალაშვილმა, ასევე ტურნირის საპატიო სტუმარმა - ბელარუსიის დამსახურებულმა მწვრთნელმა როლანდ ქავთარაძემ.

დაწესებული იყო საპრიზო ფონდიც.


ვანო გამხიტაშვილი 1999 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 13 ივლისს მას   53 წელი შეუსრულდებოდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31